„რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი“ სამყაროს შექმნის პირველივე კვირაში დააწესა ღმერთმა დღე, რომელიც მისად არის წოდებული; დღე, რომელიც წმიდად მიიჩნია და რაც მთავარია, რომელიც შეკრების საშუალებას გვაძლევს.

ჩვენ გარშემო კანონზომიერია ყველაფერი, რომელთა შორისაა ის ფაქტი, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. უფალი ხშირად გვესაუბრება მოვლენებზე, რის შედეგებსაც ბიბლიის და, ეკლესიაში, მქადაგებლის მეშვეობით გვამცნობს.

საინტერესოა, შეძლებ კითხვის სწავლას თუ წიგნთან არ იმუშავე? შეძლებ მანქანის მართვას, თუ საჭსთან არ დაჯექი? ან იქნებ ნავის მართვა შეგიძლია ნიჩბების გარეშე?… აი, სწორედ ესაა დამოკიდებულება ქრისტიანსა და ეკლესიას შორის.

ყოველკვირეული მსახურება შანსს აძლევს თითოეულ ადამიანს, რომ შეიცნოს ღმერთი, მოისმინოს მისი სიტყვა, აქოს, ადიდოს, იცხოვროს სწორი გზებით და საბოლოოდ დაიმკვიდროს ცათა-სასუფეველი.

წმიდა წერილის თანახმად, ქება-დიდებით, ქადაგებითა და ერთმანეთთან მოზიარეობით აღსავსე ატმოსფეროში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავის დამკვიდრება; საუკეთესო გზა საკუთარი მოწოდების საპოვნელად კი სწორედ ესაა! გალობით, ქადაგებით, ზიარებითა და რაც მთავარია შენი ჩართულობით იქმნება ეს მსახურება. ამიტომაც, გეპატიჟებით ყველას, ყოველ კვირას 11:00-ზე დიდი სიხარულით!

Facebook Comments

შემოგვიერთდით: