“სიცოცხლის სიტყვის” ეკლესიას აქვს ყოველწლიური ლოცვითი ხედვა. წლის დასაწყისში იქმნება სია, რომელიც განსაზღვრავს იმ კონკრეტულ საკითხებს, რომლებზეც ყოველი თვის მანძილზე შეთანხმებულად და გაერთიანებულად ლოცულობს მრევლი. ქვემოთ მოცემულ ლოცვით კალენდარში შეგიძლიათ, იხილოთ, რომელ თვეს რა თემაზე ვიშუამდგომლებთ და ის აღთქმები ბიბლიიდან, რომელთა საფუძველზეც ვილოცებთ:

 

თებერვალი

სამიზნე აუდიტორია: მორწმუნეები

თემა: ეკლესიის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა. სტრესი, დეპრესია, მშვინვიერი კრიზისი

      1. სულის(მშვინვის) წარმატება. 3იოანე 2
      2. გატეხილი გულიების განკურნება. ეზეკ 34:16

მარტი

სამიზნე აუდიტორია: ეკონომიკურად აქტიური ადამიანები

თემა: მეწარმეობა და ეკლესიის წარმადობა (პროდუქტიულობა)

      1. სამუშაო ადგილები, ფინანსური აყვავება, ეკონომიკური აღდგინება. ესა 23:18
      2. ქრისტიანული ბიზნესის აყვავება, ქალაქების გავლენიანი და პატივდებული ადამიანების მოქცევა. (რომ 16:23, საქ 17:12)

აპრილი

სამიზნე აუდიტორია: ეკლესია

თემა: ეკლესიის სოციალური ცხოვრება და საქველმოქმედო პროექტები.

      1. ეკლესია – ქვეყნიერების შუქურა. გავლენა საზოგადოებაში. მათ 5:14
      2. ზეციური რესურსები რწმენის მიწიერი საქმეებისთვის. 3მეფ 3:13

მაისი

სამიზნე აუდიტორია: ყველა ადამიანი, მეფეები, მთავრები.

თემა: მისია და ევანგელიზმი. „სიცოცხლის სიტყვის“ ეკლესიები.

      1. ადამიანთა მებადურები მთელს საქართველოში. მარკ 1:17
      2. ქრისტეს სხეული. ეფ 1:23

ივნისი

სამიზნე აუდიტორია: ნათესავები და ახლობლები

თემა: ურწმუნო მეუღლეებისა და ახლობლების გადარჩენა.

      1. ურწმუნო მეუღლეების განწმენდა. 1კორ 7:14
      2. მეგობრების და ნათესავების მოქცევა. საქმ 10:24

ივლისი

სამიზნე აუდიტორია: თაობები

თემა: მშობლები და შვილები. თაობების ურთიერთობები

      1. კონფლიქტური ურთიერთობები. მალაქ4:6
      2. აღთქმის ესტაფეტა, მშობელთა კურთხევა. (დედისა და მამის პატივისცემა, ახალგაზრდა თაობის წარმატება) ეფეს 6:2-3, ფს 77:4

აგვისტო

სამიზნე აუდიტორია: კაცები და ქალები

თემა: გენდერული იდენტობა. მამობა და დედობა.

      1. მამაკაცურობა და ქალურობა. დაბ 1:27
      2. სულიერი მამაკაცები და დედაკაცები. გალატ 4:19

სექტემბერი

სამიზნე აუდიტორია: ისრაელი და ერები.

თემა: ერების გლობალური გამოღვიძება

      1. ბუნებრივი რტოების დამყნობა ზეთისხილზე. რომ 11:24
      2. ერებისა და ქალაქების გამოღვიძება. საუკუნო სახარება ერებში. მათ 24:14

ოქტომბერი

სამიზნე აუდიტორია: პასტორები, მსახურები და ლიდერები.

თემა: მღვდლები და ლევიტელები

      1. სამეფო სამღვდელოების გავლენა. გამოს 28:2, 2ნეშტ 6:41
      2. ეფექტიური ლიდერობა. 2ტიმ2:2

ნოემბერი

სამიზნე აუდიტორია: დაქორწინებული წყვილები

თემა: ოჯახი-ქორწინება

      1. მორწმუნე ოჯახის ჯანმრთელობა და დაცვა. შიდა ურთიერთობები. ფს 111:1-3
      2. დაუქორწინებლების სექსუალური სიწმინდე. უფლის ერის განწმენდა. 1თეს 4:3-5

დეკემბერი

მადლიერებისა და თაყვანისცემის კულტურა ყველაფრისთვის რაც განვლილ წელს მოხდა!

თემა: ზეციური ქებისა და დიდების კეთილსურნელება. მადლიერების მაცოცხლებელი სურნელი. გამოც 5:8, 12-13

Facebook Comments

შემოგვიერთდით: