თბილისში დასრულდა “სიცოხლის სიტყვის” საერთაშორისო კონგრესი, რომელიც ჩატარდა უფლის განსაკუთრებული თანდასწრებით და სულიწმინდის ძალით, ოჯახურ თბილ გარემოში. ეს იყო განსაკუთრებული დრო, რომელიც უფალმა მოამზადა თითოეულის განახლების, გაძლიერების და მისი კურთხევების გადმოღვრისათვის.
“სიცოცხლის სიტყვის” საერთაშორისო მოძრაობის ისტორიაში პირველად ჩატარდა ეპისკოპოსთა კურთხევა. 30-ზე მეტი ქვეყნიდან წარდგენილ ასობით მწყემსის წინაშე ეპისკოპოსებად აღიარებულები იქნენ “სიცოხლის სიტყვა” სომხეთის ეკლესიის ხუცესი არტურ სიმონიანი, მოსკოვის ეკლესიის ხუცესი – მათს-ოლა ისჰოელი და შვედეთის ეკლესიის ხუცესი – იოჰაკიმ ლიუნდვისტი.
კონგრესის მონაწილეებმა ლოცვითა და კურთხევით, უფლის წინაშე აღიარეს ისინი, როგორც ღირსნი ამ მსახურებისა და მიღებული იქნენ მთლიან “სიცოცხლის სიტყვის” საერთაშორისო მოძრაობის მიერ.
ჩვენ გულითადად ვულოცავთ ყველას ამ დიად და ისტორიულ მოვლენას და გვჯერა, რომ ეს არის ახალი მიმართულება ჩვენი ეკლესიებისთვის, და რომ ეპისკოპოსური მსახურება ახალ წარმატებებს მოუტანს უფლის ეკლესიას და სახარების გავრცელებას.
Facebook Comments